ახალი ამბები

“ქართული ოცნება” საპრეზიდენტო კანდიდატს ხვალ შეარჩევს

10 მაისი, 2013 • • 1259
“ქართული ოცნება” საპრეზიდენტო კანდიდატს ხვალ შეარჩევს

ფანჯიკიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ იგი პოლიტსაბჭოს წევრი არ არის, ამ შეხვედრაზე ისიც მიიწვიეს. საგარეო საქმეთა მინისტრი ვარაუდობს, რომ “ქართული ოცნების” ლიდერები საპრეზიდენტო კანდიდატს ხვალვე შეარჩევენ, ზეგ, 12 მაისს კი, კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშილი საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრას გეგმავს.


“ნეტგაზეთმა” ფანჯიკიძეს იმ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირება სთხოვა, რომლის მიხედვითაც ერთ–ერთ საპრეზიდენტო კანდიდატად განათლების მინისტრის გიორგი მარგველაშვილი განიხილება.


“არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. ხვალ გავიგებ ყველაფერს”.


მინისტრი იმედოვნებს, რომ ხვალ ყველანი გახარებული იქნებიან “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატის გამო.


“მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს”, – აღნიშნა მან.

როგორც “ნეტგაზეთს’ პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მანანა თოქმანჯიშვილმა უთხრა, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა ხვალ ივანიშილის რეზიდენციაში ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი