ახალი ამბები

ქუთაისის საკრებულომ გურამ ფანჯიკიძეს საპატიო მოქალაქის სტატუსი მიანიჭა

10 მაისი, 2013 • • 964
ქუთაისის საკრებულომ გურამ ფანჯიკიძეს საპატიო მოქალაქის სტატუსი მიანიჭა

როგორც ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი და პატივგების კომისიის თავმჯდომარე ნიკო კაჭკაჭიშვილი ამბობს, გურამ ფანჯიკიძეს შეუსრულდა 80 წელი წელს და 80 წელთან დაკავშირებით მიიღო ქუთაისის პატივგების კომისიამ, როგორც მრგვალ თარიღთან დაკავშირებით. თუ არ ვცდები დაახლოებით  ერთი 10 წლის წინ გარდაიცვალა, ზუსტად არ ვიცი, ვერ გეტყვით,მოულოდნელად  ბატონი გურამი და უახლოესი მრგვალი თარიღი იყო 80 წელი. ქუთაისთან მისი ძალიან მჭიდრო ურთიერთობის , თეატრშიც ძალიან სერიოზული, თბილი იუბილე გაიმართა და საკმაოდ სერიოზული ხალხი იყო მოწვეული სტუმრები და იქ დაისვა საკითხი, ბატონმა თეიმურაზ ლანჩავამ წამოაყენა წინადადება, რომ სიკვდილის შემდეგ მინიჭებოდა გურამ ფანჯიკიძეს საპატიო ქუთაისელის სტატუსი და არ ვიცი ვის უნდა მოუბრუდნეს ენა, რომ  ამაზე უარი თქვას.” 

 

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ რა აზრი აქვს სტატუსის გარდაცვალების შემდეგ მინიჭებას, კაჭკაჭიშვილი პასუხობს, რომ ის განსხვავებს ვერ ხედავს:

“სახელის უკვდავყოფაზეა საუბარი და გინდა სიცოცხლეში მოიპოვე ეს და გინდა სიკვდილის შემდეგ, მე ამაში განსხვავებას ვერ ვხედავ. ერთ მშვენიერ დღეს აღარც ჩვენ არ ვიქნებით და სახელი დარჩება.”

შეგახსენებტ, რომ გურამ ფანჯიკიძე 1933 წლის 22 აპრილს დაიბადა და 1997 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი