ახალი ამბები

ქუთაისის საკრებულო უსუფაშვილს პარლამენტის ქალაქში დატოვების თხოვნით მიმართავს [Video]

10 მაისი, 2013 • • 991
ქუთაისის საკრებულო უსუფაშვილს პარლამენტის ქალაქში დატოვების თხოვნით მიმართავს [Video]

დღეს, 10 მაისს ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს “ინიციატივას პარლამენტის თავმჯდომარისთვის წერილობით მიმართვის შესახებ. წერილი ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაოაბის” და ფრაქცია “მაჟორიტარების” წევრებმა ერთობლივად მოამზადეს. დეპუტატები დავით უსუფაშვილს პარლამენტის ქალაქში დატოვებას  თხოვენ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრი გია უკლება ამბობს,  პარლამენტის ქალაქში დარჩენა ყველაზე მნივნელოვანი საკითხია:

 

„ქუთაისში პარლამენტი რომ უნდა დარჩეს, ეს ცდება ყველა საკითხს, ქუთაისისთვის სასიცოცხლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის. ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის გარეშე ქუთაისის პროგრესი ცოტა ბუნდოვანია.”

 

საკრებულოს თავმჯდომარე და ფრაქცია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრი” თამაზ მარგველაშვილი აცხადებს, რომ ქუთაისის საკრებულო  დაეთანხმა ამ ინიციატივას:


“გადავწყიტეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართოთ წერილობით. წერილის საბოლოო ვარიანტზე მუშაობა მიმდინარეობს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი