ახალი ამბები

მინისტრი: ბორჯომში დასახმარებლად რუსეთს გაეროს მეშვეობით მიმართეს

26 აგვისტო, 2017 • 3715
მინისტრი: ბორჯომში დასახმარებლად რუსეთს გაეროს მეშვეობით მიმართეს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა, რომ ბორჯომის ხანძრის ჩასაქრობად დახმარებაზე რუსეთს გაერომ მიმართა.

‘გაეროს მეშვეობით მოხდა, გაეროს მივმართეთ და მათი არხებიდან მოხდა სხვადასხვა სახელმწიფოს მოთხოვნა. პროცედურა აქვთ, ზუსტად ვერ ვერკვევი პროცედურაში. როგორც ვიცი, ამ არხით იყო ეს ყველაფერი გაკეთებული”, – განაცხადა ზურაბ ალავიძემ “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

გუშინ, 25 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტომ გავრცელებულ განცადებაში აღნიშნა, რომ ქართული მხარის მოთხოვნის საპასუხოდ, გამზადებული ჰქონდათ ვერტმფრენი, რათა ბორჯომის ხანძრის ჩაქრობაში მიეღოთ მონაწილეობა.

რუსეთის მხრიდან ხანძრის ჩასაქრობად დახმარების შემოთავაზებაზე კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა. კვირიკაშვილის თქმით, ქვეყნებს შორის რთული ურთიერთობების პირობებში ასეთი წინადადება მისასალმებელია:

“რუსეთმა გამოთქვა მზადყოფნა დახმარების და ვფიქრობთ, რომ ეს წინადადება არის მისასალმებელი. ჩვენ გაგვაჩნია პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი ქვეყნის წინაშე. სწორედ გამომდინარე ამ პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხიდან, ვფიქრობთ, რომ იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გაგვაჩნია ძალიან რთული ურთიერთობა რუსეთთან, ასეთი წინადადება არის მისასალმებელი,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი