ახალი ამბები

მღებრიშვილი: გამომძიებლების 30-კაციანი ჯგუფი ბორჯომში მუშაობას შეუდგა

31 აგვისტო, 2017 • 1747
მღებრიშვილი: გამომძიებლების 30-კაციანი ჯგუფი ბორჯომში მუშაობას შეუდგა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის თქმით, ბორჯომის ხეობაში, ნახანძრალ ტერიტორიაზე გამომძიებლების 30-კაციანი ჯგუფი გაემგზავრა, რათა ხანძრის გამომწვევი მიზეზები დაადგინონ. მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც მოხდება აბასთუმნის ტყეში ხანძართან გამკლავება, გამომძიებლები აბასთუმანშიც დაიწყებენ მუშაობას.

ხანძარი სოფელ დაბასთან, 2008 წლის ომის დროს დამწვარ ტერიტორიასთან  20 აგვისტოს, შუადღისას გაჩნდა. 21 აგვისტოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება, რომელიც იმ დროისთვის 5 ჰექტარ ტერიტორიაზე იყო მოდებული. 21 აგვისტოსვე საქართველოში შემოვიდა აზერბაიჯანული მხარის მიერ გამოგზავნილი ვერტმფრენი. საღამოს ძლიერი ქარის გამო ხანძარი გაძლიერდა და კერები მომრავლდა, ღამით კი ვერტმფრენები ცუდი ხილვადობისა და ქარის გამო მუშაობას ვერ ახერხებდნენ. 22 აგვისტოს დილით უკვე 12 ჰექტარზე მეტი ფართობი იყო დამწვარი. 23 აგვისტოს ხანძარს ებრძვიან მეხანძრე-მაშველები, ტექნიკა და ვერტმფრენები. ორი ქართვლი ვერტმფრენის გარდა, ოპერაციაში მონაწილეობენ აზერბაიჯანის, თურქეთის და ბელორუსის ვერტმფრენები. სომხეთი კი ქართველ მაშველებს ტექნიკით ეხმარება. ხანძრის ლიკვიდირება 27 აგვის მოხდა. ბოლო მონაცემებით დაიწვა 100 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია, ზუსტად რა ფართობის ტყე შეეწირა ხანძარს, არ არის ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი