ახალი ამბები

სუს-მა თბილისის საკრებულოს წევრი დააკავა

26 აგვისტო, 2017 • 4620
სუს-მა თბილისის საკრებულოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისის საკრებულოს დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე დააკავა.

სხვა დეტალები სუს-ს ნეტგაზეთისთვის არ მოუწოდებია. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ნეფარიძე კორუფციის ბრალდებითაა დაკავებული.

ზურაბ ნეფარიძე საკრებულოში ფრაქცია “ეროვნულ ფორუმს” წარმოადგენს. იგი ნავთლუღის მაჟორიტარი დეპუტატია.

ნეფარიძე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის წევრია.


 

გასწორება: თავდაპირველად მითიტებული იყო, რომ ზურაბ ნეფარიძე საკრებულოში ” ქართული ოცნების” წევრია,  სინამდვილეში სი არის ფრაქცია “ეროვნული ფორმის” წევრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი