ახალი ამბები

ალასანია:დაახლოებით ვიცი, ვინ შეიძლება დასახლედეს საპრეზიდენტო კანდიდატად

9 მაისი, 2013 • • 953
ალასანია:დაახლოებით ვიცი, ვინ შეიძლება დასახლედეს საპრეზიდენტო კანდიდატად

როგორც ალასანიამ 8 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა “დიალოგში” განაცხადა, დაახლოებით უკვე იცის, თუ ვინ შეიძლება კოალიციამ საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელოს, თუმცა მისი ვინაობის გამხელას ჯერ არ აპირებს.

 

“რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის ფორმას,  პრაიმერი არ ჩატარდება და ერთ კანდიდატზე შეთანხმება მოხდება კონსულტაციის გზით. პოლიტიკური საბჭო, რომელიც შაბათს შეიკრიბება, ამ საკითხს განიხილავს. მე, როგორც წევრი, ბუნებრივია, მონაწილეობას მივიღებ, მაგრამ არ დაგიმალავთ და იმასაც ვიტყვი, რომ კანდიდატების შერჩევის ბოლო სერია, შეიძლება ითქვას, რომ უკვე ნანახი მაქვს, ანუ დაახლოებით ვიცი, ვინ შეიძლება დასახლედეს კონკრეტულად და ვის აქვს შანსი, რომ მის ირგვლივ კონსენსუსი შედგეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ უკვე შაბათსვე ასეთ კანდიდატზე შევთანხმდებით. კვირას კოალიციის ლიდერს დაგეგმილი აქვს, რომ უმრავლესობასთან შედგეს საუბარი და ორშაბათს საზოგადოებას წარვუდგენთ. ბუნებრივია, მე არ გავამხელ, ვინ შეიძლება იყოს ეს კანდიდატი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღირსეული კანდიდატი იქნება, რომელიც ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს”, – განაცხადა ალასანიამ და ამ საკითხზე მეტი კონკრეტიკისაგან თავი შეიკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი