ახალი ამბები

ხუსკივაძე: პირველი მაისის აქციის რამდენიმე მონაწილეს ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრა

8 მაისი, 2013 • • 1413
ხუსკივაძე: პირველი მაისის აქციის რამდენიმე მონაწილეს ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრა

როგორც “ნეტგაზეთს” ზემოთ ხსენებული აქციის ორგანოზატორი სტუდენტური მოძრაობის, ლაბორატორია 1918-ის წევრმა დიტო ხუსკივაძემ განუცხადა, დაჯარიმებული ახალგაზრდები- გუგა ჩხიკვიშვილი, ბათუ კოპალიანი, თორნიკე ასაბაშვილი, ნუკრი ცისკაძე, გიორგი ფირცხალაიშვილი და ბადრი თაბუაშვილი მოსამართლე ნინო ყანჩაველის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და განაჩენის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას არ გამორიცხავენ.


“ჯერ შეთანხმებულები არ ვართ. შესაძლოა, გავასაჩივროთ. ჩვენ ვთვლით, რომ მართლები ვართ და არ ვიცი, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ”, – ამბობს ხუსკივაძე.

 

მისი ინფორმაციით, პირველი მაისს პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ჯამში, დაახლოებით ოცდაათამდე დემონსტრანტი დააკავა, თუმცა დღეს, 8 მაისს მხოლოდ რამდენიმე მათგანის სასამართლო პროცესი ჩატარდა. დანარჩენების სასამართლო განხილვები, სავარაუდოდ, მომდევნო დღეების განმავლობაში გაიმართება. ბრალდებულთა უმეტესობა სტუდენტია და დიტო ხუსკივაძე ამბობს, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმების გადახდისათვის საჭირო თანხის მოძიების პრობლემა თითქმის ყველა მათგანს აქვს.

 

შეგახსენებთ, რომ პირველი მაისის აქციის მონაწილეების ნაწილი, ვინც პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით დააკავა, იმავე დღეს ხელწერილების საფუძველზე გათავისუფლდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი