ახალი ამბები

გიორგი ქადაგიძე: იპოთეკის კანონმდებლობის შეცვლას სჭირდება სიფრთხილე

8 მაისი, 2013 • • 1285
გიორგი ქადაგიძე: იპოთეკის კანონმდებლობის შეცვლას სჭირდება სიფრთხილე

გიორგი ქადაგიძის განცხადებით, მთავრობა იპოთეკის კანონმდებლობის შეცვლის საკითხს ფრთხილად უნდა მიუდგეს:   

 

გიორგი ქადაგიძე
გიორგი ქადაგიძე

“რაც შეეხება იპოთეკას და იპოთეკის კანონმდებლობას, მინდა ვთქვა, რომ გასაღები იპოთეკური სესხების პრობლემური სესხების მოგვარებაში არის მხოლოდ ეკონომიკურ ზრდაში. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საშუალება დასაქმდნენ, მიიღონ ღირსეული ანაზღაურება საკუთარი შრომის შედეგად და, შესაბამისად, არ ჰქონდეთ პრობლემა მოემსახურონ აღებულ კრედიტებს და ვალდებულებებს.”

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით:”ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილება იპოთეკის კანონმდებლობაში, ეს არის ძალიან ძლიერი სიგნალი ყველა მიმართულებით და მას სჭირდება დიდი სიფხიზლე და სოფრთხილე”.

 

გიორგი ქადაგიძის თქმით, ის არ იცნობს პროექტს, რომელზეც მუშაობს იუსტიციის სამინისტრო და როგორც კი პროექტი გახდება საჯარო, უფრო საფუძვლიან კომენტარს გააკეთებს.     

მასალების გადაბეჭდვის წესი