ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზასთან დაკავებული 10 პირი უკვე სასამართლოშია

25 აგვისტო, 2017 • 1731
საქართველოს რკინიგზასთან დაკავებული 10 პირი უკვე სასამართლოშია

ადვოკატის, ნანა ქურდოვანიძის ინფორმაციით, გუშინ ღამით “საქართველოს რკინიგზის” შენობასთან დაკავებული 10 პირის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. ათივე დაკავებული უფლებადამცველებთან ერთად უკვე სასამართლოში იმყოფებიან.

ქურდოვანიძის თქმით, მათ ჯერ არ უნახავთ დაკავების ოქმები, ამიტომ არ იციან, კონკრეტულად ადმინისტაციული კოდექსის რომელი მუხლით ედავებიან დაკავებულებს. დაკავებულებს შორის არის საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირებისა და სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია #115-ის წევრები.

24 აგვისტოს, ღამით “საქართველოს რკინიგზასთან” გამართულ სოლიდარობის აქციაზე 10 პირი დააკავეს, რომლებმაც შენობაში შესვლა სცადეს. მათი დაკავება ფიზიკური დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მოხდა. “საქართველოს რკინიგზასთან” უკვე მე-11 დღეა რკინიგზელები და პროფკავშირების წარმომადგენლები რკინიგზის მაღალჩინოსანთა გადაყენების მოთხოვნით შიმშილობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი