ახალი ამბები

სოფლის მეურნეობის განვითარება – ქუთაისის მერობის კანდიდატის პრიორიტეტი

8 მაისი, 2013 • • 1132
სოფლის მეურნეობის განვითარება – ქუთაისის მერობის კანდიდატის პრიორიტეტი

“შემოსულია 41 განცხადება. რა თქმა უნდა, ველოდებით უფრო მეტ განმცხადებელს. ვადის ამოწურვის შემდეგ კომისია დაიწყებს ამ განცხადებების განხილვას და შეარჩევს მისაღებ კანდიდატს, რომელსაც დასამტკიცებლად საკრებულოს წარუდგენს.”


მისივე განმარტებით, განმცხადებლები ძირითადად თბილისის მაცხოვრებელნი არიან:

 

“იმასაც გეტყვით, რომ  უმრავლესობა ქალბატონია. ვნახოთ, კომისია იმუშავებს გამჭვირვალედ.”

 

ხატია ვედმედევა
ხატია ვედმედევა

დღესვე საკრებულოში განცხადება მერობის კიდევ ერთმა მსურველმა შეიტანა. ხატია ვედმედევას თქმით, მას ქალაქის მსახურების სურვილი აქვს:

 

“ძალიან ბევრი რამ არის ქუთაისში გასაკეთებელი, როგორც საზოგადოებისათვის, ასევე, საქართველოს მასშტაბითაც, რომ ცნობილი გახდეს ქუთაისი და მას ნამდვილად გააჩნია ამის რესურსი. “

 

მისივე თქმით, ქუთაისი სოფლის მეურნეობის მიმართულებით უნდა განვითარდეს:

 

“მე ვთვლი, რომ ქუთაისი უნდა განვითარდეს საგანმანათლებლო სექტორში, უპირველეს ყოვლისა და მეორე მომენტი, რითიც შეიძლება ქუთაისი განვითარდეს, ეს არის მეურნეობა, სოფლის მეურნეობას დაუჭიროს მხარი. სასაწყობე ქალაქად შეიძლება…  შეიქმნას ბევრი ავტორიზებული ცენტრი, დასაქმების სფეროა ქალაქში გასაზრდელი.”

 

ვედმედევა აცხადებს, რომ ის დამოუკიდებელი კანდიდატია:

 

“აბსოლუტურად დამოუკიდებელი კანდიდატი ვარ, განათლება მივიღე საზღვარგარეთ მუნიციპალური და სახელმწიფო მართვის კუთხით. ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს მიღებული საზღვარგარეთ, ახლა ერთ-ერთ მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიაში ვმუშაობ, ვარ თანამდებობაზე, მაგრამ მე მინდა ჩემი ქალაქისთვის, სადაც მე დავიბადე, გავაკეთო საქმე. ქუთაისის მერი უნდა იყოს ქუთაისელი, რომელსაც ეცოდინება, რა უჭირს ქალაქს.”

 

საკონკურსო კომისია, რომელშიც საკრებულოს დეპუტატები ერთიანდებიან, განცხადებების მიღებას 15 მაისს დაასრულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი