ახალი ამბები

ელისო ჩაფიძე: საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა იყოს ისეთი ბრძენი, როგორიც არის პატრიარქი

8 მაისი, 2013 • • 1397
ელისო ჩაფიძე: საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა იყოს ისეთი ბრძენი, როგორიც არის პატრიარქი

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრის, პარლამენტარ ელისო ჩაფიძის ინფორმაციით, ამ დროისათვის კოალიცია პრეზიდენტობის კანდიდატად ხუთ ადამიანს განიხილავს:

 

ელისო ჩაფიძე
ელისო ჩაფიძე

“დასახელებულია 5–ზე მეტი კანდიდატი. ყველა ღირსეული, სუფთა წარსულის და სიმპათიურიც, სხვათა შორის. ქალბატონი სალომე [ზურაბიშვილი] ერთ–ერთი საკმაოდ ღირსეული კანდიდატია და ძალიან სასიამოვნო იქნება, თუკი მასაც ექნება ანალოგიური სურვილი და  ჩვენს პოლიტსაბჭოსაც.” 

ჩაფიძის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატად განიხილება კახი კალაძის პერსონაც: “კახი კალაძის კანდიდატურა რომ განიხილება და მასზე მსჯელობა მიდის, ეს არავისთვის უცხო არ არის, თუმცა ასე ოფიციალურად საკითხი არ დამდგარა.”

კოალიციის წევრის განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატს გამორჩეული თვისებები უნდა ჰქონდეს: “ვისურვებდი, რომ ის იყოს ისეთი ბრძენი და მორალური პიროვნება, როგორიც არის ჩვენი პატრიარქი ილია მეორე და ისეთი გამოცდილი და დიპლომატიური უნარჩვევებით, როგორიც არის სალომე ზურაბიშვილი, ისეთი პოპულარული და ახალგაზრდა ენერგიით სავსე, როგორიც არის კახი კალაძე.”     

მასალების გადაბეჭდვის წესი