პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტარი დეპუტატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
მისი განცხადებით, მთავრობამ ექსთვიანი შედეგები შეაჯამა და გადაწყდა, რომ აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლებს თვეში ერთხელ შეხვდეს.
ბიძინა ივანიშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებსა და აჭარის მთავრობის აპარატის უფროსს შორის არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებითაც ისაუბრა: სერიოზული კონფლიქტი არ ყოფილა. მუშა კონფლიქტები სულ იქნება, ეს ნორმალურია, მუშა პროცესია. გუშინ მქონდა არაფორმალური შეხვედრა და იყო კითხვები მთავრობასა და უმაღლეს საბჭოს შორის ურთიერთქმედებაზე, მაგრამ ძალიან აგრესიული კითხვები არ ყოფილა. იოლად დავაბალანსეთ. ანტაგონიზმი არ მიმდინარეობს.
პრემიერის განცხადებით, საუბარი იყო ბათუმის მერობის სავარაუდო კანდიდატების ირგვლივაც, თუმცა გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული: გადაწყვეტიულება არ მიგვიღია და ეს არ არის ჩემი პრეროტგატივა. დიდი საკადრო ცვლილებები არ იგეგმება და მომავალშიც არ იქნება. ვცდილობთ შევინარჩუნოთ პროფესიონალი კადრები და ახლებითაც გადავახალისოთ.
პრემიერის განცხადებით, აჭარის მთავრობა წარმატებულად მუშაობს: უკვე გვაქვს შედეგებიც, მომავლისთვის კი უნდა გავაძლიეროთ ურთიერთობა და გავამკაცროთ ვერტიკალი.
პრემიერმა აქცენტი გააკეთა დასაქმების პრობლემაზეც. მან განაცხადა, რომ ახალი შრომის კოდექსით ზედმეტი უფლებები უნდა მიეცეს დამსაქმებელს და არა დასაქმებულს: `დღეს ყველაზე დიდი პრობლემა ტოტალური უმუშევრობაა, ამიტომ ზედმეტი უფლებები უნდა მივცეთ ინვესტორს, რომ არ დავუკარგოთ მადა იმის, რომ ინვესტიციები განახორციელოს.
უმაღლესი საბჭოდან პრემიერი აჭარის მწერლებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან შესახვედრად ბათუმის დრამატულ თეატრში წავიდა.