ახალი ამბები

ცესკომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი მოამზადა

7 მაისი, 2013 • 1265
ცესკომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი მოამზადა

როგორც ცესკოში განმარტავენ, პროექტი საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან რამდენიმე ცვლილებას და დამატებას მოიცავს, რომელთა აუცილებლობაც მიმდინარე წლის 27 აპრილის პარლამენტის შუალედური არჩევნებისას წარმოქმნილი ხარვეზების გამო გამოიკვეთა. 

 

“ცესკოს მიერ წარდგენილ დოკუმენტში ცვლილებები და დამატებები რამდენიმე მიმართულებით არის ასახული, მათ შორის  წინასაარჩევნო აგიტაციასთან და ძალოვანი უწყებების საჯარო მოხელეების საარჩევნო უბანზე ან უბნის სიახლოვეს ყოფნასთან დაკავშირებით.”

მასალების გადაბეჭდვის წესი