ახალი ამბები

სააკაშვილი აზერბაიჯანში იმყოფება

7 მაისი, 2013 • 1049
სააკაშვილი  აზერბაიჯანში იმყოფება

ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკის ოფიციალური გვერდი ავრცელებს იმის შესახებ რომ პრეზიდენტი ილჰამ ალიევს დღეს, 7 მაისს შეხვდა:

 

“საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა. პირისპირ შეხვედრისას, ლიდერებმა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება მათ იმ პროექტებზე გაამახვილეს, რომლებსაც ქართული და აზერბაიჯანული მხარე ერთობლივად ახორციელებს.

 

კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი და ილჰამ ალიევი ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის საკითხებს შეეხნენ და აღნიშნეს, რომ ამ სარკინიგზო მაგისტრალს ორივე ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მათი განცხადებით, ამ გზით საქართველო და აზერბაიჯანი ევროპას დაუკავშირდება, რასაც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, სტრატეგიული დატვირთვა აქვს და რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტია.”

ფორუმის გახსნის ცერემონიას მიხეილ სააკაშვილის გარდა დაესწრნენ და სიტყვით გამოვიდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, იორდანიის დედოფალი, ლატვიის პრეზიდენტი (1999-2007), ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი (1994-2002).

 

დღის მეორე ნახევარში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა სესიაზე: „ღია საზოგადოება, როგორც რთული კონფლიქტური სიტუაციების გადაჭრის საშუალება“. ფორუმს მეცნიერების, სამოქალაქო საზოგადოების 400–მდე წევრი ესწრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი