ახალი ამბები

დავითაშვილი: მარგველაშვილმა შეცდომა უნდა გამოასწოროს

7 მაისი, 2013 • 1063
დავითაშვილი: მარგველაშვილმა შეცდომა უნდა გამოასწოროს

“მინიმუმ ვიცე–პრემიერობიდან გადადგეს, ან ეს უხეში შეცდომა გამოასწოროს. ძალიან უცნაურია გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რადგან იგი არის მთავრობის წევრი, ვიცე–პრემიერი. მთავრობის სხდომაზე მოხდა შრომის კოდექსის განხილვა. მოხდა შეჯერება და შემდეგ განიხილა პარლამენტმა. გეგონება, რომ იგი ამ მთავრობის ვიცე–პრემიერი არ იყოს.

დავითაშვილს მიაჩნია, რომ მარგველაშვილის განცხადება მისსავე შეხედულებებთან წინააღმდეგობაში მოდის:


“მისი განცხადების კონტექსტიც პირველ მაისს უკავშირდებოდა. მან თქვა, რომ ისინი [მომიტინგეები] პოლიციელებს ურტყამდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.იგი დაუპირისპირდა კახა ბენდუქიძეს სტუდენტების გარიცხვის გამო და წიგნების ბიზნესს სრულიად სამართლიანად, და ამ დროს აკეთებს ულტრამემარჯვენე განცხადებას.”


“შენიშვნა რომ მიიღოს კაცმა, კობა უნდა ერქვას?” – აცხადებს დავითაშვილი.


გიორგი მარგველაშვილმა 3 მაისს, ჯიპას სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ახალი შრომის კოდექსი “როზა ლუქსემბურგის ოცნებაა” და მისი შიშით “დამსაქმებელი ვერ გაჭაჭანდება.”


ვიცე–პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა თეა წულუკიანიც, რომელმაც 6 მაისს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შრომის კოდექსის ცვლილებების ახალი ტალღა კიდევ არის მოსალოდნელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი