ახალი ამბები

ნებაყოფლობითი ჩუქება თუ სახელმწიფო „რეკეტი“ – TI დოკუმენტებს აქვეყნებს

7 მაისი, 2013 • 1191
ნებაყოფლობითი ჩუქება თუ სახელმწიფო „რეკეტი“ – TI დოკუმენტებს აქვეყნებს

დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ ამ პერიოდში სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების საერთო ღირებულებამ 5 565 756,73 აშშ დოლარი და 25 338 041,86 ლარი შეადგინა.

 

“აღსანიშნავია, რომ გამოვლინდა შემთხვევები, რომლებიც საფუძვლიან ეჭვებს ბადებს სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების ღირებულების შესახებ; ამასთანავე, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში ხშირ შემთხვევაში ქონების ღირებულება საერთოდ არ არის მითითებული,”- ნათქვამია TI -ის სტატიაში.

 

შესწავლილი მასალების შედეგად აღმოჩნდა, რომ, მაგალითად, ამ 2008 წელს ორმა ფიზიკურმა პირმა სახელმწიფოს, ჯამში, 86 000 აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილები გადასცა.  შპს „პლანეტა XXIII“-მ 1 785 988 აშშ დოლარის ღირებულების ტოიოტა ჰაილუქსი, ტოიოტა კოროლა, ტოიოტა ქამრი და ჰიუნდაი ტუქსონი (ჯამში, 77 ერთეული) გადასცა სახელმწიფოს. შპს „დიონისე გ.ს.“-მ 506 100 აშშ დოლარის ღირებულების ტოიოტა ჰაილუქსი (21 ერთეული) და ტოიოტა ლენდკრუიზერი გადასცა სახელმწიფოს, შპს ავიაკომპანია „ევროლაინმა“ 186 098 აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილები აღრიცხა სახელმწიფოს სახელზე, ამავე პერიოდში შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისმა“ 1 453 370 ლარის ღირებულების ავტომობილები აჩუქა სახელმწიფოს, შპს „გუდვილმა“ კი სახელმწიფოს 1 675 717 ლარის ღირებულების 49 ერთეული ტოიოტა ჰაილუქსის მარკის ავტომობილები უსასყიდლოდ გადასცა.


გარდა ამისა, TI-ის დოკუმენტებში 2008 წელს სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი უძრავი ქონების ნუსხაში ფიგურირებს რამდენიმე ფიზიკური პირი.

 

“ერთ- ერთმა მათგანმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე 4 ფართი, ჯამში, 689 კვ. მ. უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს. აღნიშნული ფართების საერთო ღირებულებად დოკუმენტებში 930 001 აშშ დოლარია მითითებული. ამავე პერიოდში მეორე ფიზიკურმა პირმა დედაენის პარკის ტერიტორიაზე მდებარე 1095 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, საერთო ფართით 1370 კვ.მ. გადასცა სახელმწიფოს. ამ უძრავი ქონების ღირებულებად მითითებულია 700 000 ლარი. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში ეჭვს ბადებს როგორც ამ გარიგების ნებაყოფლობითობა, ასევე, დოკუმენტებში მითითებული ქონების ღირებულებაც.”

 

TI
TI

მასალების გადაბეჭდვის წესი