ახალი ამბები

პატრიარქმა მეხანძრე-მაშველებს ტკბილეული გაუგზავნა

23 აგვისტო, 2017 • 2609
პატრიარქმა მეხანძრე-მაშველებს ტკბილეული გაუგზავნა

პატრიარქმა მეხანძრეებს, რომლებიც უკვე მეოთხე დღეა, ბორჯომშის ხეობაში ხანძარს ებრძვიან, ტკბილეული გამოუგზავნა – ამის შესახებ ფოტო ფეისბუკით შსს-ს პრესსამსახურის თანამშრომელმა გაავრცელა.

დღეს, 23 აგვისტოს ხეობაში წმინდა სინოდის წევრები ჩავიდნენ და სოფელ დაბის ეკლესიაში პარაკლისი გადაიხადეს. მათ განაცხადეს, რომ ისინი დაბაში პატრიარქის ლოცვა-კურთხევით არიან.

პატრიარქმა გაავრცელა მიმართვაც, სადაც საქართველოში ბოლო დღეებში მომხდარ ხანძრებზე საუბრობს:

br-1

უკვე მეოთხე დღეა, ბორჯომის ხეობაში ხანძარს ებრძვიან. ხანძარი სოფელ დაბასთან, 2008 წლის ომის დროს დამწვარ ტერიტორიასთან  20 აგვისტოს, შუადღისას გაჩნდა. 21 აგვისტოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება, რომელიც იმ დროისთვის 5 ჰექტარ ტერიტორიაზე იყო მოდებული. 21 აგვისტოსვე საქართველოში შემოვიდა აზერბაიჯანული მხარის მიერ გამოგზავნილი ვერტმფრენი. საღამოს ძლიერი ქარის გამო ხანძარი გაძლიერდა და კერები მომრავლდა, ღამით კი ვერტმფრენები ცუდი ხილვადობისა და ქარის გამო მუშაობას ვერ ახერხებდნენ. 22 აგვისტოს დილით უკვე 12 ჰექტარზე მეტი ფართობი იყო დამწვარი. 23 აგვისტოს ხანძარს ებრძვიან მეხანძრე-მაშველები, ტექნიკა და ვერტმფრენები. ორი ქართული ვერტმფრნის გარდა, ოპერაციაში მონაწილეობენ აზერბაიჯანის, თურქეთის და ბელორუსის ვერტმფრენები. სომხეთი კი ქართველ მაშველებს ტექნიკით ეხმარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი