ახალი ამბები

პოლიციამ 1 მაისთან დაკავშირებით გარე სათვალთვალო კამერების ვიდეო გაავრცელა

2 მაისი, 2013 • 1258
პოლიციამ  1 მაისთან დაკავშირებით  გარე სათვალთვალო კამერების ვიდეო გაავრცელა

1 მაისის აქციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ  2 მაისს თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, მათ შორის, გარე სათვალთვალო კამერების გადაღებული კადრებიც. 

 

“1 მაისის აქციასთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილის მიერ გამოთქმული მოსაზრების გამო, თითქოს პოლიციამ  უფლებამოსილებას გადააჭარბა, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს გარე სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებულ კადრებს. აღნიშნულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, თუ როგორ არღვევენ დემონსტრანტები საზოგადოებრივ წესრიგს, რაც გამოიხატა შენობების იერსახის დამახინჯებასა და მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანების დაზიანებაში”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

შსს -ს მიერ გავრცელებული კადრები შეგიძლიათ იხილოთ აქ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი