ახალი ამბები

ვაკანსია: ქუთაისის მერი

2 მაისი, 2013 •
ვაკანსია: ქუთაისის მერი

პირს, რომელიც მერის კონკურსში მონაწილეობას გადაწყვეტს, უნდა იყოს 18-დან 65 წლამდე და ჰქონდეს მინიმუმ ბაკალავრში სწავლის დამადასტურებული დიპლომი. გარდა ამისა, მას ქართულად ძალიან კარგად უნდა შეეძლოს წერა და მეტყველება. საკვალიფიკაციო მოთხოვნებში უცხო ენა არ ფიგურირებს. ქალაქის მერის პოსტის მსურველებს ასევე მოეთხოვება კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები (სამუშაოს მართვის, განაწილებისა და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების უნარები, კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი. აღნიშნულ თანამდებობაზე სარგო 2750 ლარით არის განსაზღვრული. 

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს  განცხადება; CV; განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა(დიპლომის ასლი);  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;  ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილი ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულების ნიშნებისა და ამ ნივთიერებათა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტის არარსებობა;  ცნობა ნასამართლობის შესახებ;  ავტობიოგრაფია;სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 250 სიტყვისა.)

ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე : www.hr.gov.ge, აგრეთვე,შესაძლებელია განცხადების წარდგენა წერილობითი ფორმით, სხვა წარსადგენ დოკუმენტებთან ერთად,შემდეგ მისამართზე:ქალაქი ქუთაისი,რუსთაველის გამზირი N3,მე-3 სართული,საკრებულოს აპარატის სამდივნო სამსახურის კანცელარია.

ონკურსი ტარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე მოხდება კონკურსის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა და შეფასება საკონკურსო–საატესტაციო კომისიის მიერ. მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს გასაუბრებაზე მოეთხოვებათ სამოქმედო პროგრამის წარმოდგენა (არაუმეტეს 1200 სიტყვა).

მასალების გადაბეჭდვის წესი