აღნიშნული ინფორმაცია ნეტგაზეთს პარლამენტის აპარატის უფროსის სამდივნოს უფროსმა, თინათინ ძნელაძემ დაუდასტურა. მისი განმარტებით, ბრძანება მისი დანიშვნის შესახებ ჯერ არ არსებობს, თუმცა ნიკო ნერგაძემ არაოფიციალურად უკვე დღეიდან დაიყწო პარლამენტში მუშაობა.
აღნიშნულ თანამდებობაზე ნიკო ნერგაძემ მაკა გიგაური შეცვალა, რომელმაც პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმღვანელის თანამდებობა რამდენიმე კვირის წინ დატოვა.
ნეტგაზეთთან საუბარში ნიკო ნერგაძე ამბობს, რომ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ დაადასტურებს, ვინაიდან ოფიციალური ბრძანება მისი დანიშვნის შესახებ არ არსებობს.