“კამათი, ეს არ არის ახალი ჩემსა და გარემოს დაცვის მინისტრს შორის, მე ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება მეტი ჰესი უნდა აშენდეს, რათა საქართველო იყოს განათებული და გახდეს იმპორტიორი ქვეყანა”, – განაცხადა კალაძემ. მისი თქმით, ამ საკითხზე შეკითხვები აქვს გარემოს დაცვის მინისტრს და მისი პოზიცია გასაგებია, რადგან გარემო უნდა იყოს დაცული, თუმცა, კალაძის თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც მსგავსი პროექტები ხორციელდება, გარემოზე ზემოქმედება ხდება.

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *