საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერთა მიმართ შერჩევით სამართალში დებს ბრალს.
“მე მაქვს შს მინისტრთან შენიშვნები გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით. მე არა მაქვს შენიშვნები სამართალდამცავების ქმედებაზე, ისინი ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობას, მაგრამ მე მინდა ვკითხო შს მინისტრს, ბატონ ღარიბაშვილს. გუშინ ჩატარდა ორი აქცია, ერთი აქცია ჩატარდა პარლამენტის წინ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ, მეორე აქცია ჩატარდა “ლაბორატოორია 1918”-ის მიერ თბილისში. ორივე აქციაზე დაირღვა კანონი. პირველ შემთხვევაში 20- მეტრიანი დისტანცია არ იყო დაცული პარლამენტიდან და ეს კანონის მოთხოვნაა, მეორე შემთხვევაში წინასწარი გაფრთხილება არ მომხდარა გზის გადაკეტვის თაობაზე, ორივე კანონდარღვევაა. მე მინდა ვიკითხო, რატომ არის შერჩევითი სამართალი “ნაციონალური წევრების” სასარგებლოდ? რატომ არ იქნა აღკვეთილი მათი მხრიდან კანონის დარღვევა და რატომ აღკვეთილ იქნა “ლაბორატორია 1918 -ის მიერ კანონის დარღვევა?”
