მინსიტრის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ორი ჟურნალისტი ამ ინციდენტში მოყვა, თუმცა პოლიცია ვერ გაარკვევდა, ვინ იყო ჟურნალისტი და ვინ არა:


“მიკროფონი ყველას შეიძლება ეჭიროს, იგივე აქციის მონაწილეს. აქციის მონაწილეები იყვნენ აგრესიულები, ისინი გადავიდნენ გზის სავალ ნაწილზე და ეს აგრესია გადაედო მთელ აქციას და პოლიცია აბსოლუტურად ადეკვატურად მოიქცა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა 2 მაისს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. მისივე თქმით, ვისაც ქაოსში ცხოვრება სურს, მხოლოდ მან უნდა დაუჭიროს ამ აქციას მხარი:


“ჩვენ ვართ ხელისუფლება და ეს არის სახელმწიფო, თუ გნებავთ, რომ მიიღოთ ქაოსი, მაშინ საზოგადოებამ მხარი უნდა დაუჭიროს გუშინდელი ტიპის აქციებს, თუ გინდათ დაწყნარებულ სახელმწიფოში ცხოვრება, მაშინ პოლიციამ უნდა დაიცვას წესრიგი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

გუშინდელი ინციდენტის დროს მე–9 არხის და “ლიბერალის” ჟურნალისტები დააკავეს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *