“აღდგომის დღესასწაულებიდან გამომდინარე ღონისძიება გადაიდო, ეს დღე ძალიან მოკრძალებულად აღინიშნება, არ იქნება აღლუმი, უბრალოდ აღინიშნება პოლიციის პროფესიული დღე”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პოლიციის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა:
“თუ 6 მაისს ჩაატარებდნენ აღლუმს, ეს არ იყო ვანო მერბაშვილის დღესასწაული, ეს იყო განახლებული ქართული პოლიციის დღესასწაული. თუ ტექნიკური მიზეზებით ხდება გადატანა და მომავალ წელს ისევ 6 მაისს აღინიშნება, მივესალმები”, – აცხადებს მერაბიშვილი.
მისი თქმით, თუ თარიღის შეცვლით ხელისუფლებას სურს წაშალოს კავშირი იმ ადამიანებთან, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ქართული პოლიციის მშენებლობაში, “ეს არის ისტორია და ამას ვერ წაშლი”.