ახალი ამბები

დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა

2 მაისი, 2013 •
დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ თეთო ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მათ ნაყოფიერი საუბარი ჰქონდა:

 

“ძალიან საინტერესო იყო ელჩის ჩამობრძანება, დიდი ბრიტანეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, სტრატეგიული პარტნიორი, ბევრი რამ გააკეთა ამ ქვეყანამ, საქართველოს შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობა, ძალიან საინტერესო იყო შეხვედრა. ელჩმა ისაუბრა არა მარტო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, ისაუბრა ძალიან ვრცლად და საინტერესოდ სამომავლო პერსპექტივებზე. მე შეხვედრით ძალიან კმაყოფილი ვარ, ასევე, ჩემი კოლექგებიც.”

 

დევიდ მორანის თქმით, ის კომიტეტის წევრებს შიდა პოლიტიკაზე ესაუბრა:

 

“ჩვენ მივესალმებით დემოკრატიულ არჩევნებს და მთავრობების შეცვლას, დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტულად პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით არ მისაუბრია. ზოგადად ვისაუბრეთ პოლიტიკური პარტიების ურთიერთობებზე, ეს მნიშვნელოვანია საქართველოს სტაბილურობისთვის.”

მასალების გადაბეჭდვის წესი