ახალი ამბები

დღეს ქუთაისქალაქობა აღინიშნება

2 მაისი, 2013 •
დღეს ქუთაისქალაქობა აღინიშნება

10:00 საათზე ქუთაისი მეუფე კალისტრატემ დალოცა, ხოლო ქალაქის ყველა მოქმედ ტაძარში ერთდროულად დარეკეს ზარები.


11:00–დან 15:00 საათამდე ცენტრალურ ბაღში საჩვენებელი პროგრამები გაიმართება ფარიკაობაში, კრივში, ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში, ასევე გაიმართება საქალაქო ღია პირველობა სტრონგმენებს შორის.


დღეს ასევე გაიმართება ცნობილი მოჭადრაკეების ერთობლივი თამაში, საჩვენებელი პროგრამა ჯომარდობაში, ყვავილების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა–გაყიდვა, სახალხო კარნავალი, ღვინის ფესტივალი, გვირილობის დღესასწაული და სხვა ღონისძიებები.


14:30 საათზე გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: რობი კუხიანიძე – ჯგუფი “აუთსაიდერი”, ჯგუფები svansikh, Loudspeakers და ა.შ. ხოლო საღამოს კონცერტს ქართული ესტრადის წარმომადგენლები გამართავენ.

ქუთაისელებს ქუთაისქალაქობს მიულოცა პრემიერ–მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა:


“ქუთაისს სრულიად გამორჩეული ადგილი და როლი აქვს საქართველოს ისტორიაში. ქუთაისელებს მარტო წარსული არ უნდა ჰქონდეთ საამაყო, ქუთაისს აწმყოც ღირსეული უნდა ჰქონდეს და მომავალიც. ჩვენი ხელისუფლება ამ დიდი ტრადიციების ქალაქს დაუბრუნებს ძველ დიდებას”, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი