“მთავრობაში არის სერიოზული კორუფცია. ყველასთვის ფაქტია, რომ ბარათების განაღდება ხდება 30%–იანი ე.წ. დისქაუნთით, უფრო მეტიც, ნივთები და მასალები, რომლის შეძენასაც ახერხებენ გლეხები სპეციალიზებულ მაღაზიებში, ამ მაღაზიებში ამ ნივთების ფასი 30%–ით უფრო მაღალია, ვიდრე სხვა სავაჭრო ობიექტებში. ეს ნიშნავს, რომ 260- მილიონიანი პროექტიდან ქართველმა მოხელეებმა 80 მილიონი ჩაიდეს ჯიბეში”, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა სპეციალურ ბრიფიბგზე.
მერაბიშვილის თქმით, მსგავსი ტენდენციებია სხვაგანაც, მათ შორის გორში, სტიქიით დაზარალებული ადამიანების სახლების გადახურვასთან დაკავშირებით “10%–იანი ვაზვრატების საკითხი დგას”, ასევე, დაზარალებულთა კომპენსაციის გაცემისასაც:
“მე მინდა დღევანდელ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ არ დაუშვას საქართველოში კორუფციის შემობრუნება. საქართველო შევარდნაძის ეპოქაში იყო ჩამორჩენილი, არ გაიცემოდა ხელფასები და პენსიები, არ კეთდებოდა არაფერი და ამის მთავარი მიზეზი იყო ქვეყანაში გამეფებული კორუფცია. ხელისუფლებამ ეს დიდი მონაპოვარი, რომელიც ჩვენმა მთავრობამ დაუტოვა და თვით პრემიერ–მინისტრმა აღიარა, მე მოვუწოდებ, რომ არ ჩამოიშოროს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ყველანი ერთად დავბრუნდებით შევარდნაძის ეპოქაში, როცა აღარ იქნება პენსიები, აღარ იქნება ხელფასები, აღარ იქნება დენი და ქვეყანას აღარ ექნება არანაირი პერსპექტივა”, – განაცხადა მერაბიშვილმა.




