საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ხანძარი ბორჯომში 20 აგვისტოს გაჩნდა, [ 21 აგვისტოს 10:00 საათისთვის] მისი ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. სააგენტოს ცნობით, ადგილზე მობილიზებულია 200-მდე სახანძრო მაშველი, დილიდან კი ვერტმფრენმა განაახლა მუშაობა. სააგენტოს ცნობით, სოფელ ყვიბისიდან გაჭრილი აქვთ გზა, საიდანაც სახანძრო სამაშველო ტექნიკის შეყვანა შეძლეს.
ბორჯომის რაიონის სოფელ დაბის ტერიტორიაზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიბომბა, 20 აგვისტოს, დაახლოებით 14:30 საათზე გაჩნდა ხანძარი. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის, თორნიკე გვაზავას ინფორმაციით, ძლიერი ქარისა და რთული რელიეფის გამო ცეცხლი სწრაფად გავრცელდა.