ახალი ამბები

სახალხო დამცველი: გუშინ ხდებოდა ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლა

2 მაისი, 2013 • 1171
სახალხო დამცველი: გუშინ ხდებოდა ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლა

“გავრცელებულ კადრებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ გარკვეულ შემთხვევებში ხდებოდა ჟურნალისტებისათვის მიმდინარე პროცესების გადაღებაში ხელის შეშლა ან/და შეფერხება”, – ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, მაქსიმალურად უზრუნველყოს ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელება, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტებისთვის რაიმე სახის დაბრკოლების შექმნა დაუშვებელია.

 

რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, სახალხო დამცველის განცხადებაში ნათქვამია, რომ უნდა შეფასდეს და დადგინდეს, იყო თუ არა სამართალდამცავების მხრიდან ძალა გადამეტებული:


“ამ მიზნით საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები აგრძელებენ ინციდენტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას და უახლოეს დღეებში სახალხო დამცველი გააკეთებს საჯარო განცხადებას მომხდარის სამართლებრივი შეფასების მიზნით.  საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები ასევე დააკვირდებიან ყველა იმ სასამართლო პროცესს, რომელიც დაკავებული მანიფესტანტების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

აქციის მონაწილეების დაკავება, მარიამ ნიკურაძის ფოტო
აქციის მონაწილეების დაკავება, მარიამ ნიკურაძის ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი