ახალი ამბები

ხიდაშელი: ნუ გვექნება წარმოდგენა, რომ პოლიციელები უცებ ანგელოზები გახდებიან

1 მაისი, 2013 • • 1147
ხიდაშელი: ნუ გვექნება წარმოდგენა, რომ პოლიციელები უცებ ანგელოზები გახდებიან

“ჩვენ რას ვიყავით მიჩვეული? – ძალადობით არბევდნენ, ცემდნენ, პირდაპირი მნიშვნელობით სასტიკად უსწორდებოდნენ, მერე პოლიციის განყოფილებაში მიყავდათ, იქაც ცემდნენ, მერე 90 დღე ციხეში სვამდნენ და ცოტა რომ მოუშუშდებოდათ ჭრილობები, მერე უშვებდნენ. დღეს რა მოხდა? დღეს მოხდა ის, რომ პოლიციამ, იმის გათვალისწინებით, რომ ეს იგივე ხალხია, საპატრულო თანამშრომლების დიდი უმრავლესობა ეს იგივე ხალხია, რომელიც იმას აკეთებდა, რასაც აკეთებდა და აქ ყველაზე კარგად ჩანს პოლიტიკური ნება, რომელიც არის შეცვლილი, ბრძანება, რომელიც მათ ჰქონდათ მიღებული, რომ არავითარ შემთხვევაში ძალადობას ადგილი არ ჰქონოდა.  მე ვნახე რამოდენიმე კადრი, რომელსაც ვინატრებდი, ალბათ, ნებისმიერი ქვეყანა ინატრებდა”.

 

ხიდაშელი ასევე აცხადებს, რომ ამ აქციაზე რეაქციამ კონკრეტული ხარვეზები აჩვენა:

 

“მე არ მომწონს, როცა პოლიციელი ბილწსიტყვაობს. პოლიციელს მოეთხოვება გაცილებით უფრო მეტი. უნდა ვიყოთ ადეკვატურები და მე ნამდვილად არ მაქვს დღეს არაფერი განსაკუთრებული სათქმელი, გარდა იმისა, რომ ამ აქციაზე რეაქციამ აჩვენა ის ხარვეზები, რომელიც ჯერ კიდევ არის პოლიციაში და ამას მუშაობა და გამოსწორება სჭირდება. ეს პროცესია, ჯერ 7 თვე გავიდა და ნუ გვექნება წარმოდგენა, რომ პოლიციელები უცებ,  ერთ დღეს ანგელოზები გახდებიან, როცა 9 წლის განმავლობაში იმას ასწავლიდნენ, რასაც მერე ჩვენ ქუჩაში ვხედავდით.”

მასალების გადაბეჭდვის წესი