ახალი ამბები

აქციის მონაწილეები ინციდენტის შესახებ[VIDEO]

1 მაისი, 2013 • 1063
აქციის მონაწილეები ინციდენტის  შესახებ[VIDEO]

ჟურნალისტი მარი ნიკურაძე, რომელიც აქციას აშუქებდა, აცხადებს, რომ პოლიცია აქციას დასაწყისიდან აკონტროლებდა:

 

“პოლიციას ჰქონდა კორდონი და მიაცილებდა ხალხს, რამდენჯერმე მითითება იყო, რომ გადასულიყვნენ ტროტუარზე, თუმცა აგრესია არ ყოფილა, წყნარად მისცეს გზის გაგრძელების საშუალება, თუმცა, როცა აღმართი ავიარეთ, პოლიციამ რატომღაც არაადეკვატური მოქცევა დაიწყო”, – აცხადებს მარი ნიკურაძე. მისი თქმით, პოლიციასთან დაპირისპირება ჯერ კინოს სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემდეგ კი სუპერმარკეტ “სმარტთან” მოხდა.

 

დემონსტრაციის მონაწილეების განცხადებით, პროვოკაციას ადგილი არ ჰქონია, ხოლო მას შემდეგ, რაც პატრულის მხრიდან აგრესიული მოქმედება დაიწყო, აქციის მონაწილეებმაც ადეკვატურად უპასუხეს.

 

საბოლოოდ დემონსტრაცია ეკონომიკის სამინისტროსთან დასრულდა, სადაც ათობით პოლიციელი აქციის დაშლის შემდეგაც იყო მობილიზებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი