ახალი ამბები

1 მაისის აქციის მონაწილეთა ჯგუფის განცხადება

1 მაისი, 2013 • 1293
1 მაისის აქციის მონაწილეთა ჯგუფის განცხადება

“დღეს სტუდენტების ინიციატივით ჩატარდა მშვიდობიანი მანიფესტაცია პირველი მაისის, მშრომელთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. მანიფესტაციაში მონაწილეობდნენ ის ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ ძალადობისა და იმ არაადამიანური, დამამცირებელი და დისკრიმინაციული ვითარების წინააღმდეგ, რომელიც ჩამოყალიბდა დასაქმების სფეროში წინა ხელისუფლების დროს.

მანიფესტაციის მსვლელობა იყო იმდენად მრავალრიცხოვანი, რომ ტროტურარზე ვერ მოთავსდა და მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი დაიკავეს. ამას მოყვა პოლიციის მხრიდან მცდელობა დემონსტრანტების ტროტუარზე დაბრუნებისა, რომელსაც დემონსტრაციის მონაწილეთა ნაწილი არ დაემორჩილა. სამწუხაროდ, ამას მოყვა არაადეკვატური ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან და პოლიციელებისა და დემონსტრანტების დაპირისპირება, რის შედეგადაც ბევრი დემონსტრანტი დააკავეს, ბევრი კი დაშავდა.

ჩვენ ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიცია მზად არ აღმოჩნდა ამგვარი მანიფესტაციების დროს წესრიგის სრულფასოვანი დაცვისთვის. პოლიციამ არათუ ვერ უზრუნველყო მოქალაქეთა უფლებების დაცვა და ხელი არ შეუწყო მანიფესტაციის მშვიდობიან ჩატარებას, არამედ უფლებამოსილების გადამეტებით და ძალადობით ჩაშალა მანიფესტაცია. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, სათანადოდ შეისწავლონ მომხდარი და მიიღონ ზომები ამგვარი შემთხვევების მომავალში გამოსარიცხად.

მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ მომხდარის გამოყენებისგან პოლიტიკური მანიპულირებისთვის. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ინციდენტი იყო წინა რეჟიმის მიერ დამკვიდრებული ძალადობრივი სისტემის ნარჩენი გამოხატულება.

აქციის მონაწილეები

თორნიკე კვანჭიანი,სტუდენტი, ლაბორატორია 1918

გიორგი ნადარაია, სტუდენტი, ლაბორატორია 1918

მარიამ შენგელია, სტუდენტი, სტუდენტები აკადემიური თავისუფლებისთვის

გელა ბანძელაძე, პოლიტოლოგი, ლექტორი

გიროგი კევლიშვილი, მხატვარი

ბაქარ ბერეკაშვილი, პოლიტოლოგი, ლექტორი

უტა ბიწაძე, ჟურნალისტი

მარინა მუსხელიშვილი, პოლიტოლოგი, პროფესორი

დავით ადეიშვილი, ეკონომიკის დოქტორი

ნატა სამადაშვილი, სტუდენტი, ლაბორატორია 1918

ნათია ქევხიშვილი, ჟურნალისტი

ქეთი ამირეჯიბი, ისტორიკოსი

ნატო სოფრომაძე

ნათია მეზვრიშვილი

ხელმოწერები გრძელდება

მასალების გადაბეჭდვის წესი