ახალი ამბები

დაკავებული მომიტინგეების ნაწილი გათავისუფლებულია

1 მაისი, 2013 •
დაკავებული  მომიტინგეების ნაწილი გათავისუფლებულია

ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან რამდენიმე წუთის წინ გამოვიდნენ. როგორც ნეტგაზეთს ერთ-ერთმა მათგანმა, გიორგი სოფრომაძემ განუცხადა, შსს შენობიდან მათი გათავისუფლება ყოველგვარი სასამართლო პროცედურების გარეშე მოხდა. სოფრომაძის ინფორმაციით, ყველა გათავისუფლებულს შეავსებინეს ადმინისტრაციული სამართალდარვევის ოქმი, რომელშიც ეწერა, რომ მათი დაკავება პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და სამართალდამცავებისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო მოხდა.

 

ამასთან, სოფრომაძე ამბობს, რომ დააწერინეს ერთგვარი ხელწერილი, რომლის მიხედვითაც პირველივე გამოძახების შემთხვევაში ისინი ვალდებული არიან, რომ პოლიციის განყოფილებაში ან სასამართლო დაწესებულებაში გამოცხადდნენ.


ამჟამად გათავისუფლებული არიან აქციის შემდეგი მონაწილეები: ვლადი ახალაძე, ცისკაძე ნუკრი, სოფრომაძე გიორგი, ჩხიკვიშვილი გურამი, ირაკლი სულავა, ნიკა ქობულაძე, ლევან აბაშიძე, ბათუ კოპალიანი, ვინმე “ბერტა გრასი” და ლაბორატორია 1918 -ის წევრი და “ლიბერალის” ჟურნალისტი ანი ჭანკოტაძე


რამდენიმე ადამიანი, მათ შორის  სანდრო ცაგარელი, ჯერ კიდევ დაკავებული არიან.  ლაბორატორიის წევრები ამბობენ, რომ ყველა უახლოეს ხანში გათავისუფლდება. 


ჯერჯერობით ცნობილი არ არის ზუსტი ციფრი რამდენი ადამიანი იყო დაკავებული


ნუკრი ქობულაძის მტკიცებით ,38 ადამიანი იყო დაკავებული. 


დღეს პოლიციამ დააკავა  1 მაისის აქციის ორგანიზატორების – “ლაბორატორია 1918”-ის წევრები, ასევე, დაკავებულებს შორისაა რამდენიმე ჟურნალისტი, მათ შორის, ზვიად ხუჯაძე (მე-9 არხი), თინა ყიფშიძე და ანი ჭანკოტაძე (“ლიბერალი”).  აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციამ აქციის მონაწილეებს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი