ახალი ამბები

ბარსელონის ტერაქტში მთავარ ეჭვმიტანილს ისევ ეძებენ

19 აგვისტო, 2017 • 2147
ბარსელონის ტერაქტში მთავარ ეჭვმიტანილს ისევ ეძებენ

ესპანეთის პოლიციის განცხადებით, მთავარი ეჭვმიტანილი, რომელიც 17 აგვისტოს ბარსელონის ერთ-ერთ ბულვარში მანქანით შეიჭრა და 13 ადამიანი მოკლა, შესაძლოა ისევ ცოცხალია. პოლიციამ მის კვალს ჯერ ვერ მიაგნო.

პოლიცია წარმოშობით მაროკოელ 22 წლის იუნეს აბუიაქუბს ეძებს, რომელიც სავარაუდოდ მართავდა მანქანას. თავდაპირველად პოლიცია ვარაუდობდა, რომ ყველა დამნაშავე მოკლული იყო. ისინი მთავარ დამნაშავედ 17 წლის დრის ოუბაკირს ასახელებდნენ. სწორედ აღნიშნული პირის დოკუმენტებით იქირავეს ფურგონი, რომლითაც მოსახლობას თავს დაესხნენ.

პოლიციამ ასევე აღკვეთა ტერაქტის მცდელობა კამბრილისში, სადაც 5 შაჰიდის ქამრით აღჭურვილი ადამიანი მოკლეს. მათი ინფორმაციით, ტერორიტები ამის გარდა კიდევ გეგმავდნენ სხვა თავდასხმებს. ბარსელონისა და კამრილისის მოვლენები კი ერთმანეთთან კავშირში იყო.

დანაშაულთან კავშირის ბრალდებით კიდევ 3 პირია დაკავებული.

ბარსელონაში მომხდარის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, უმეტესი მათგანი საავადმყოფოში რჩება. მათ შორის არიან ადამიანები 34 ქვეყნიდან. ქვეყანაში გლოვაა გამოცხადებული.

ბარსელონაში გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგეს 19.08.17 ფოტო: EPA/QUIQUE GARCIA

ბარსელონაში გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგეს 19.08.17 ფოტო: EPA/QUIQUE GARCIA

მასალების გადაბეჭდვის წესი