ახალი ამბები

პროფკავშირების აქციაზე მოქმედი შრომის კოდექსის მაკეტი დაწვეს (VIDEO)

1 მაისი, 2013 • • 1150
პროფკავშირების აქციაზე მოქმედი შრომის კოდექსის მაკეტი დაწვეს (VIDEO)

მიტინგი გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის სიტყვით გაიხსნა. ამის შემდეგ პარლამენტის ძველ შენობასთან შეკრებილ ადამიანებს საქართველოში სტუმრად მყოფმა გერმანელმა პარლამენტარმა, სოციალ–დემოკრატმა კლაუს ბრანდნერმა მიმართა. მან მშრომელებს 1 მაისი მიულოცა და სოციალური სამართლიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. აქციის მონაწილეებმა საპირველმაისო მანიფესტიც მიიღეს, რომელსაც ახალ ხელისუფლებას გაუგზავნიან.

აქციას შეურთდნენ საქართველოს ბანკის ყოფილი ინკასატორების ერთი ნაწილი, რომლებიც ამბობენ, რომ უსამართლოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან და ტაქსის მძღოლები, რომლებიც ერთ–ერთ კომპანიას უჩივიან.


რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის შემდეგ გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლები მშრალი ხიდის მიმართულებით მსვლელობით გაემართნენ და ხიდზე მოქმედი შრომის კოდექსის ფიტული დაწვეს. მსვლელობის დროს აქციის მონაწილე მუსიკოსები სამგლოვიარო მელოდიებს უკრავდნენ.


“ჩვენ ვასაფლავებთ ამ შრომის კოდექსს და ვაცილებთ მას ბოლო გზაზე. ამის შემდეგ ახალი ცხოვრება დაიწყება”, – განაცხადა პროფკავშირის წარმომადგენელმა ლავრენტი ალანიამ.


მომიტინგეებმა იმედი გამოთქვეს, რომ შრომის ახალი კოდექსი ძალაში უახლოეს ხანში შევა.

სტუდენტების აქცია, 1 მაისი
სტუდენტების აქცია, 1 მაისი

მასალების გადაბეჭდვის წესი