ახალი ამბები

სტუდენტების აქცია 1 მაისს – “თავისუფლება, სოლიდარობა, თანასწორობა”[photo]

1 მაისი, 2013 •
სტუდენტების აქცია 1 მაისს – “თავისუფლება, სოლიდარობა, თანასწორობა”[photo]

სტუდენტების აქცია 15:00 საათზე თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმობის სახელმწიფო უნვერსიტეტის პირველ კორპუსთან დაიწყო. აქციის მონაწილეები უნივერსიტეტთან ტრანსპარანტებით და დროშებით მივიდნენ, ხოლო პირველი კორპუსის სახურავიდან წითელი დროშა გადმოფინეს წარწერით “თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა”.


უნივერსიტეტთან სიტყვით გამოვიდა აქციის რამდენიმე მონაწილე. სტუდენტებმა მოთხოვნებიც ჩამოაყალიბეს. ისინი 1 მაისის უქმე დღედ გამოცხადებას, უმუშევართათვის კომპენსაციების დაწესებას, ხოლო მათთვის, ვინც მუშაობს 8- საათიან სამუშაო დღეს, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.


აქციაზე ისმოდა შეძახილები- “ძალაუფლება მუშებს!”, “მუშა არ არის მონა!”


აქციას შეუერთდნენ საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრები, ტრანსპარანტით -“ჩვენი უფლებების დაცვა ჩვენს ხელშია”, ასევე, ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფი ტრანსპარანტით -“არა სექსისტურ შრომის კოდექსს”.


თსუ–ს პირველი კორპუსიდან ვარაზის ხევის გავლით აქციის მონაწილეები მარჯანიშვილის მიმართულებით წამოვიდნენ, მსვლელობის გამო ქუჩის გადაკეტვა გახდა საჭირო. მობილიზებული იყო პატრულის ეკიპაჟი, მათ აქციის მონაწილეებს თავდაპირველად ქუჩის გახსნა მოსთხოვეს, თუმცა შემდეგ მსვლელობის გაგრძელების საშუალება მისცეს. აქცია “ჭიათურ მარგანეცის” ოფისთან დასრულდება.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი