სუარესი სამხრეთ კავკასიაში ვიზიტს 5 მაისს ბაქოდან დაიწყებს, სადაც განიხილავს მთიანი ყარაბახისა და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების საკითხებს.
7 მაისს იგი თბილისს ეწვევა, სადაც მას შეუერთდება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ვოლფგან გროსრუკი. თბილისში ვიზიტის დროს განიხილება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდის სადამკვირვებლო მისიის საკითხები და შემოდგომისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის მოსამზადებელი საკითხები.
სუარესი 9 მაისს გაემგზავრება თბილისიდან ერევანში, სადაც ასევე მთლიანი ყარაბახისა და თებერვალში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების საკითხებს განიხილავს.
“კონფლიქტები არის ყველაზე გადაუდებელი პრობლემები, რაც ხელს უშლის რეგიონის განვითარებას,” – აცხადებს სუარესი – “მე ვფიქრობ, აუცილებელია კონფლიქტებზე დიალოგის გაფართოება ასამბლეაში და ვიმედოვნებ, რომ ჩემი ვიზიტები რეგიონში ხელს შეუწყობს ამ დიალოგის უზრუნველყოფას”.