ჩვენებას ესწრებოდნენ ახალაიას მამა როლანდ ახალაია, ასევე მისი ცოლი ანი ნადარეიშვილი, რომლის განცხადებითაც დღევანდელი შეხვედრა ახალაიას მიღწევების ფართო მასებისთვის გაცნობას ისახავს მიზნად:
“ეს ფილმი გადაღებულია ბაჩოს მინისტრობის პერიოდში, თუმცა მას თავისი მიღწევების გამომზეურება არ უყვარდა, ამიტომ არასოდეს არ უჩვენებია ეს ფილმი. ჩვენ მოვიპოვეთ და დღეს ვაჩვენებთ, რათა ხალხმა გაიგოს, როგორი მინისტრი იყო ბაჩო ახალაია”, – განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.
ჩვენებას ესწრებიან სახმელეთო ჯარების ყოფილი სერჟანტი ალექსანდრე გორგაძე და გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე:
“დღეს ჩვენ საზოგადოებას გავაცნობთ მიღწევებს, რომელიც იყო 2009–2012 წლებში შეიარაღებულ ძალებში, ეს არის ახალაიას მინისტრობის პერიოდი. 14 მაისს კი მე ვგეგმავ ბრიფინგს, რომელზეც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება დასვას ნებისმიერი შეკითხვა, რომელიც ბაჩოს მინისტრობის პერიოდს ეხება”, – განაცხადა გიგი კალანდაძემ.