ახალი ამბები

ესპანეთის პოლიციის ცნობით, დაგეგმილი ტერორისტული აქტი აღკვეთეს

18 აგვისტო, 2017 • 2162
ესპანეთის პოლიციის ცნობით, დაგეგმილი ტერორისტული აქტი აღკვეთეს

ესპანეთის პოლიციის ცნობით, ხუთი ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლეს და ამგვარად კიდევ ერთი ტერორისტული აქტი აღკვეთეს, რომელიც “ავტომანქანის თავდასხმის” ფორმით უნდა განხორციელებულიყო, როგორც ეს ბარსელონაში გუშინ, 17 აგვისტოს მოხდა.

პოლიციის ცნობითვე, კაცი, რომელიც პირველ თავდასხმასთან იყო დაკავშირებული, “შაჰიდის ქამარს” ატარებდა.

ფურგონით ბარსელონაში ტერორისტული აქტი მოაწყვეს. დაღუპულია 13 ადამიანი. პასუხისმგებლობა მომხდარზე "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო EPA/Quique Garcia

ფურგონით ბარსელონაში ტერორისტული აქტი მოაწყვეს. დაღუპულია 13 ადამიანი. პასუხისმგებლობა მომხდარზე “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო EPA/Quique Garcia

ბარსელონის ცენტრში 17 აგვისტოს ფურგონი ფეხით მოსიარულეებში შევარდა და ათობით ადამიანს დაეჯახა. კატალონიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბრასელონაში მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო მონაცემებით 13-ს აღწევს, 100-მდე ადამიანი კი დაშავდა. დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გუშინ ორი ადამიანი დააკავა, თუმცა დაკავებულთაგან არც ერთი არაა ფურგონის მძღოლი, რომელმაც ფეხით გაქცევა მოახერხა. მასზე ძებნაა გამოცხადებული.

პოლიციამ ეჭვმიტანილის ფოტოც გაავრცელა. მისი სახელია დრის ოუბაკირი. სწორედ აღნიშნული პირის დოკუმენტებით იქირავეს ფურგონი, რომლითაც მოსახლობას თავს დაესხნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის დაახლოებით 20 წლისაა და მაროკოში დაიბადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი