ახალი ამბები

გიგი კალანდაძე: აბესაძე არის კარგი მსახიობი

30 აპრილი, 2013 • • 1283
გიგი კალანდაძე: აბესაძე არის კარგი მსახიობი

როგორც კალანდაძემ დღეს, 30 აპრილს პრაიმტაიმის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აბესაძე ცრუობს, როდესაც მას და ახალაიას ბრალს დებს და ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდება სასამართლოზე.

“ეს კაცი [აბესაძე] არის ნასამართლევი ყაჩაღობისთვის, თაღლითობისთვის და იგი არის კარგი მსახიობი, რომელიც კარგად ხვდება იმ დანაბარებს, რასაც მას უბარებენ, რომ ლამაზად და ხატოვნად აღწეროს ის სისულელე, რაც მან მოყვა. წიწაკის ეპიზოდი დაემატა ბაჩო ახალაიას და მე კოვზის ეპიზოდი, რომელიც ვითომ თავში ჩავარტყი. არსებითი განხილვის დროს გაიგებთ ყველაფერს, თუ რატომ იყო იგი რესტორანში მოსული და  რატომ მოაყოლა ამ თემას მანქანის წართმევა და შემდეგ პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა ეს ყველაფერი”, – განაცხადა კალანდაძემ.


შეგახსენებთ, რომ აბესაძე კალანდაძესა და ახალაიას ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. მისი ჩვენება პროკურტურამ უკვე გამოაქვეყნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი