როგორც მინისტრმა დღეს, 29 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბარამიას დიპლომატიური გამოცდილება გააჩნია, რადგან იგი თავის დროზე სწორედ სალონიკის საკონსულოში მუშაობდა. ფანჯიკიძის განცხადებით, ამ თანამდებობაზე ბარამიას კანდიდატურა ერთადერთი არ არის და სამინისტრო სხვა კანდიდატების მონაცემებსაც განიხილავს


პრესკონფერენციაზე ფანჯიკიძეს ერთ–ერთმა ჟურნალისტმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბარამიას ამ თანამდებობაზე დანიშვნის შესაძლებლობას საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ემიგრანტების ერთი ნაწილი აპროტესტებს და აქციის გამართვასაც გეგმავს. მინისტრის თქმით, იგი აუცილებლად დაინტერესდება ამ საკითხით და ქართველი ემიგრანტების არგუმენტებსაც მოისმენს.


“300 ათასზე მეტი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს საბერძნეთში და კონსული, რა თქმა უნდა, მათი ნდობითაც უნდა სარგებლობდეს”, – განცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ბარამიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის თავმდჯომარის თანამდებობა აპრილის დასაწყისში საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *