ახალი ამბები

ფანჯიკიძე: აღლუმის არჩატარება საქართველოს იმიჯზე დადებითად იმოქმედებს

29 აპრილი, 2013 • • 990
ფანჯიკიძე: აღლუმის არჩატარება საქართველოს იმიჯზე დადებითად იმოქმედებს

“თუ აღლუმი არ ჩატარდება, ეს საქართველოს იმიჯზე მხოლოდ დადებითად იმოქმედებს. მე ორ ქვეყანაში [გერმანია და ჰოლნდია] ვიყავი ელჩი და არც ერთ ქვეყანაში ეროვნული დღის აღსანიშნავად სამხედრო აღლუმი არ მინახავს. მე მომხრე ვარ, რომ ძალიან სხვანაირი 26 მაისი ჩატარდეს”, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს საქართველოში შესაძლოა ტრადიციული სამხედრო აღლუმი აღარ ჩატარდეს. ამ გადაწყვეტილებას მხარს მთავრობის წევრები და პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უჭერენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი