ახალი ამბები

უკანონო მოსმენების საქმეზე გამოძიებას კითხვები აქვს ამირან მესხელთან

29 აპრილი, 2013 •
უკანონო მოსმენების საქმეზე გამოძიებას კითხვები აქვს ამირან მესხელთან

ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს მათი უწყება უკანონო მოსმენებს აღარ ახორციელებს. მისი თქმით, სამინისტროში განხორციელდა რეორგანიზაცია, გაუქმდა კუდ-ი, რომელიც ასეთი ტიპის მოსმენებს აწარმოებდა და ამ უწყების საქმიანობას შსს-ში კურირებდა ამირან მესხელი, რომელმაც საპარლამენტო არჩევნების შედეგად განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების შემდეგ ქვეყანა დატოვა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გამოძიების დასრულებამდე ვერ განადგურდება მათ უწყებაში არსებული მასალები, რომელიც ფარული მიყურადების გზით უკანონოდ არის მოპოვებული წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ.

“გამოძიების დასრულების შემდეგ ეს არქივი კანონის სრული დაცვით განადგურდება,” – აცხადებს შს მინისტრი.


რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს გამოძიება და რა ვადით შეინახება აღნიშნული მასალები? – ამ კითხვაზე დღევანდელ შეხვედრაზე “რედისონში”, რომელსაც მთავრობის, მედიისა და არასამათვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უპასუხა.


“მე ვარ მასალის დროულად განადგურების მომხრე და ვიზიარებ შეშფოთებას, რომ არ უნდა იყოს ეს მასალები შენახული უვადოდ. მე სპეციალურ შეხვედრას მოვაწყობ შს სამინისტროში და ვნახავ, რანდენად დამარწმუნებენ, რომ კიდევ რამდენ ხანს უნდა შეინახონ ეს მასალები და ინფორმაციას აუცილებლად გავავრცელებ ამაზე”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

კონფერენცია უკანონო თვალთვალის საკითხებზე
კონფერენცია უკანონო თვალთვალის საკითხებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი