“პრემიერის სიტყვა არის გადამწყვეტი და იგი დაასახელებს იმ კანდიდატს, ვისზედაც იქნება ლაპარაკი, მე ახლა რომც ვიცოდე [მისი ვინაობა], ნამდვილად ვერ გეტყოდით, თუმცა გულწრფელად გეტყვით, რომ ახლა არ ვიცი. ვიცი მხოლოდ ის, თუ რა კრიტერიუმებით ფიქრობს პრემიერი, რომ კანდიდატი შეარჩიოს”, – განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ შესაძლოა ივანიშვილმა კოალიციის საბჭოს განსახილევლად რამდენიმე კანდიდატი წარუდგინოს.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში გაიმართება. საპრეზიდენტო კანდიდატი ჯერ არც ნაციონალურ მოძრაობას დაუსახელებია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *