ახალი ამბები

ჟურნალისტის დავა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წინააღმდეგ მორიგებით დასრულდა

29 აპრილი, 2013 •
ჟურნალისტის დავა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წინააღმდეგ მორიგებით დასრულდა

 

„ნინო ხოზრევანიძეს ტყუილი არ დაუწერია. მან გამოაქვეყნა სხვის მიერ შესრულებული მიმართვა,“  – ეს განცხადება აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ბერიძემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

„უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მე არ გამივრცელებია ტყუილი. სწორედ ამას ვითხოვდი სასამართლოს მეშვეობითაც. შედგა მორიგება. მორიგებისკენ მოგვიწოდა სასამართლომ და მე კმაყოფილი ვარ იმით, რაც ბატონმა ავთანდილ ბერიძემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა,“ – თქვა ნინო ხოზრევანიძემ.

 

 „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის წინააღმდეგ სარჩელი,  საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტზე, ორი თვის წინ შეიტანა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი