“თქვენ იცით, რომ ამას 89 ხმა სჭირდება, 100 ხმაზე მეტი არ არის საჭირო დასაძლევად და ძალიან მარტივად მოვახერხებთ ამას. თუმცა ჩვენ გვქონდა მსჯელობა, რამდენად ორივე საკითხი შეიძლება გავიტანოთ. შეიძლება მარტო სასამართლო რეფორმა გავიტანოთ და უარი ვთქვათ მეორეზე. მოკლედ ჯერ მსჯელობენ, გატანის და ვეტოს დაძლევის პრობლემა არ არსებობს”, – განაცხადა ივანიშვილმა ნატო–ს საპარლამენტო ასამბლეის “როუზ–როსის” 83–ე სემინარის დასრულების შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის მიერ მიღებულ ორ კანონპროექტს ვეტო დაადო. პირველი საკითხი შეეხება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებას და საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის ვადამდე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტას. მეორე საკითხი შეეხება ბრალდებულის უფლების შეზღუდვას, თავად აირჩიოს, მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე განხილულ იქნას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ თუ მის გარეშე