ახალი ამბები

უდუმაშვილის დაპირება: 50-ლარიანი შემწეობა 200 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე თბილისელებს

16 აგვისტო, 2017 • 1471
უდუმაშვილის დაპირება: 50-ლარიანი შემწეობა 200 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე თბილისელებს

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარგენილი თბილისის მერობის კანდიდატის, ზალიკო უდუმაშვილის დაპირების თანახმად, ყველა თბილისელი, ვისაც 200 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა ექნება, 50-ლარიან ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს.

გარდა ამისა, ზალიკო უდუმაშვილის მიერ “ფეისბუკზე” გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ წელიწადში 40 000 ათას ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე ოჯახის ახალშობილი 1 000 ლარით დასაჩუქრდება, სამჯერ გაიზრდება უფასო სასადილოების დაფინანსება, ასევე, გაუზრდება ბავშვების, მოზარდებისა და შშმ პირების პროგრამების დაფინანსებაც.

ზალიკო უდუმაშვილი, რომელსაც 25-წლიანი სატელევიზიო კარიერა აქვს, 2017 წლის ივნისში “ნაციონალურმა მოძრაობამ” თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი