ახალი ამბები

ანონსი – 16 აგვისტო

16 აგვისტო, 2017 • 1768
ანონსი – 16 აგვისტო

წარმოგიდგენთ 16 აგვისტოს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

10:00–დან 22:00 საათმდე თურქული ჩაის ბრენდი ”ჩაიქური” რიყის პარკში საკუთარი პროდუქციის გამოფენას მოაწყობს, ხოლო 18:00 საათზე პრეზენტაციას გამართავს, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ქართული და თურქული ხალხური ცეკვები. საკონტაქტო პირი: ნინო გოდერძიშვილი – 577769636.

11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში “თეთრი ხმაურის მოძრაობის” დამფუძნებლისა და წევრის, ბექა წიქარიშვილის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება.

11:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი, თემურ ცამციშვილი ბრიფინგს გამართავს. მისამართი: ქუთაისი, თამარ მეფის ქ. N57. საკონტაქტო პირი: თემურ ცამციშვილი – 595114504.

12:00 საათზე, “ახალი საქართველოს” ლიდერი, გიორგი ვაშაძე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს. თემა: საპენსიო ასაკი. მისამართი: ბათუმი, გამსახურდიას ქ. N8-10. საკონტაქტო პირი: თამარ ჯინჭარაძე – 551662525.

13:00 საათზე, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ბრიფინგს გამართავს. თემა: მერობის კანდიდატის წარდგენა. ადგილი: სასტუმრო “თბილისი მერიოტი”, წვეულებათა დარბაზი. საკონტაქტო პირი: მარიამ ბაციაშვილი – 558123412.

16:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება. მისამართი: თავისუფლების N2.

მასალების გადაბეჭდვის წესი