ახალი ამბები

შსს პატრიარქის მოწოდებას უერთდება

27 აპრილი, 2013 • 974
შსს პატრიარქის მოწოდებას უერთდება

ირაკლი ღარიბაშვილი, შსს-ს პრესსამსახურის ფოტო
ირაკლი ღარიბაშვილი, შსს-ს პრესსამსახურის ფოტო

სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ნერგების დარგვის აქციაში, ღარიბაშვილის გარდა, სამინისტროს სხვადასხვა განყოფილების თანამშრომლებმაც მიიღეს მონაწილეობა და, ჯამში, 400 ნერგი დარგეს, რომელიც მათ გარემოს დაცვის სამინისტრომ უსასყიდლოდ გადასცა.

 

“აღნიშნული ღონისძიების მიზანია, შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუერთდეს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მე–2–ის მოწოდებას – თბილისში ყოველწლიურად დაირგოს ხის ნერგები. ამ აქციით შს სამინისტრო აქტიურად ჩაერთვება დედაქალაქის ეკოსისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობასა და ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს აღდგენაში”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი